სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
28 მაისს

28 მაისს

2014 წლის 28 მაისს 12 საათზე „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში“ გაიმართება „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ ფეხბურთში, ძიუდოში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქართულ ჭიდაობაში.

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები და მოსიარულე, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან მოწვეული სპორტსმენები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტული შედეგების გაუმჯობესებას.

2013 წელს „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობაში“ მონაწილეობა 400-მდე სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონ-პრიზიორები ძიუდოში, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდნენ.

<< დაბრუნება 2014-05-21