სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოკრივე გელა აბაშიძემ ჩეხეთში გამართულ ტურნირზე გაიმარჯვა

მოკრივე გელა აბაშიძემ ჩეხეთში გამართულ ტურნირზე გაიმარჯვა

ჩეხეთის ქალაქ უსტი ნად ლაბემში გამართულ "ა" კატეგორიის ტურნირზე კრივში, საქართველოს მოკრივეთა 6 კაციანმა გუნდმა გამოსვლა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა გელა აბაშიძემ, ასევე ოქროს მედალოსანი გახდა 91 კილოში მოასპარეზე ლევან გულედანი. ოთარ ერანოსიანს (60 კგ) და გოჩა აბაშიძეს (75 კგ) პირველობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ, ისინი ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. 

ნიკოლოზ სეხნიაშვილმა (81 კგ) კი ჩეხეთში გამოსვლა მესამე ადგილით და ბრინჯაოს მედლით აღნიშნა. ქართველი მოკრივეების გარდა ტურნირზე კიდევ 15 სხვადასხვა ქვეყნის მებრძოლები გამოდიოდნენ.

<< დაბრუნება 2014-06-09