სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
2014 წლის საუკეთესო მოკრივე - ბექა ხარძიანი

2014 წლის საუკეთესო მოკრივე - ბექა ხარძიანი

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და სპორტულმა განყოფილებამ სპორტის ხუთ სახეობაში 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს. 
 
ოლიმპიური ცენტრის მიერ აღზრდილი საუკეთესო მოკრივის ტიტული ბექა ხარძიანმა (75 კგ) მოიპოვა.
 
21 წლის მოკრივემ ვარჯიში 8 წლის ასაკში დაიწო და 15 წლამდე გარდაბანის რაიონში ვარჯიშობდა. შემდეგ, სავარჯიშო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებლად თბილისში  გადმოვიდა.
 
2010 წელს ბექა ხარძიანი  ორჯერ ზედიზედ საქართველოს ჩემპიონატების მესამე ადგილის მფლობებლი გახდა. აღნიშნული წარმატების საფუძველზე, მისმა პირადმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს ვარჯიში ოლიმპიურ ცენტრში გაეგრძელებინა. 
 
ბექა ხარძიანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები საქართველოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ჯილდოებია - სხვადასხვა წლებში მან ორი ბრინჯაოს, ორი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 
 
75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი 25-28 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" გამართულ ეროვნულ ჩემპიონატზე გახდა. მან ფინალური ბრძოლა გიორგი გიორგაძეს მოუგო.
 
<< დაბრუნება 2014-12-15