სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლევან გუგავას ვერცხლი

ლევან გუგავას ვერცხლი

სარაევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ძიუდოეისტებს შორის სპორტსმენმა ლევან გუგავამ (73 კგ.) მეორე ადგილი დაიკავა.

გუგავა შეჯიბრებაში მეორე წრიდან სომეხ არტავაზდ ჰოვსეპიანთან შეხვედრით ჩაერთო და მესამე წუთის ბოლოს სუფთა გდების შესრულებით გაიმარჯვა. მერვედფინალში აზერბაიჯანელ აფიგ საფარლის ერთით ნაკლები შიდოს ხარჯზე აჯობა. მეოთხედფინალში კი, ქართველი ძიუდოისტი რუმინელ ვლად ვისანს ორ წუთში გაუსწორდა, ხოლო ნახევარფინალში ჩეხი ჯაკუბ ჯეკმინეკს დამარცხება ერთ წუთში მოახერხა. საჩემპიონო ბრძოლაში ახალგაზრდა სპორტსმენი თავად დამარცხდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელის გიორგი რევაზიშვილის ვაჟთან, რომელიც საბერძნეთისა და რომან მასტოპულოსის სახელით ჭიდაობს.

შარშან გამართულ ერვოპის ჩემპიონატზე ლევან გუგავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც წელს კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ასვლით გააუმჯობესა.

<< დაბრუნება 2013-09-21