სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლევან გუგავა გუნდური ჩემპიონატის ფინალშია

ლევან გუგავა გუნდური ჩემპიონატის ფინალშია

სლოვენიაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებიდან ტატამზე ხუთი სპორტსმენი გავიდა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძიუდოისტები ლევან გუგავა (73 კგ.) და უშანგი მარგიანი (81 კგ.), ასევე სხვა ქართველი სპორტსმენები: გელა კელიხაშვილი (66 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და ლევან მატიაშვილი (90 კგ.) არიან. ხუთივე ძიუდოისტმა თავისი შეხვედრა მოიგო და შეჯიბრების მეოთხედფინალში მონღოლეთის დამარცხება შეძლო.

მონღოლეთთან დაჭიდებამდე საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 3:2 სძლია, ხოლო მონღოლეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატის მასპინძელი სლოვენიის დამარცხებაც შეძლო.

ფინალში საქართველოს მეტოქე საბერძნეთი იქნება, რომელმაც პოლონეთი, სამხრეთ კორეა და ჰოლანდია დაამარცხა. ბერძნულ შემადგენლობაში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი რომან მასტოპულოსი (73 კგ) გამოდის, რომელიც ქართველი ვეტერანი ძიუდოისტის, გიორგი რევაზიშვილის ვაჟია.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

<< დაბრუნება 2013-10-28