სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვანო ხუბაშვილის უკრაინული ოქრო

ვანო ხუბაშვილის უკრაინული ოქრო

ქალაქ ხარკოვში გამართულ ტურნირში 1998-1999 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ძიუდოისტმა ვანო ხუბაშვილმა (50 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ სპორტსმენს, სხვა ტურნირებთისაგან განსხვავებით, თავის თანატოლებთან მოუწია პაექრობა და გამარჯვება გაცილებით უფრო გაუადვილდა.

ვანო ხუბაშვილი იმ ასაკის ძიუდოისტებთან ერთად ასპარეზობდა, რომლებსაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ მონაწიელობის მიღება. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს ნაკრების ამ ასაკის ძიუდოისტებს საერთაშორისო არენაზე თანატოლებთან გაჯიბრების საშუალება მიეცათ. აქამდე მათ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში უფროსი ასაკის ძიუდოისტებთან იბრძოლეს და საკმაოდ წარმატებითაც

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა 8 შესაძლებლობიდან 7 ოქროს მედალი მოიპოვესტურნირში საქართველოს ნაკრების 17-მა ძიუდოისტმა იასპარეზა და მედლის გარეშე მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა. ისიც იმიტომ, რომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველებს ერთმანეთთან მოუხდათ დაპირისპირება. რვა წონითი კატეგორიიდან ხუთში ქართული ფინალი შედგა. 

ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობდნენ უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის გუნდები. თითოეულ ქართველ ძიუდოისტს მინიმუმ 4 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

საერთაშორისო ტურნირი, ძიუდო

ხარკოვი

 

46 კგ - ნიკა კობაიძე - ოქრო, გიორგი თუთაშვილი - ვერცხლი

50 კგ - ვანო ხუბაშვილი - ოქრო

55 კგ - გელა გარაყანიძე - ოქრო, ალეკო მამიაშვილი - ვერცხლი, თორნიკე ჩილინდრიშვილი - ბრინჯაო

60 კგ - ვანო მახათაძე - ოქრო, შოთა ბესიაშვილი - ბრინჯაო

66 კგ - ლაშა დუდაშვილი - ოქრო, ალეკო სულაკაძე - ვერცხლი

73 კგ - გოგა ქევხიშვილი - ოქრო, ნოდარ წამალაიძე - ვერცხლი

81 კგ - ონისე სანებლიძე - ოქრო, გიორგი გოგოლიძე - ვერცხლი

+81 კგ - საბა გაბრიჩიძე - ბრინჯაო, დავით არწივიძე - ბრინჯაო

<< დაბრუნება 2013-12-08