სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
უშანგი მარგიანმა ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

უშანგი მარგიანმა ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა 5-6 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის თასზე იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ: საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი უშანგი მარგიანი (81 კგ.) თორნიკე ნაგლიაშვილი (55 კგ.), ივანე ჯავახიშვილი (60 კგ.), გიორგი გუგულაშვილი (66 კგ.) და გუგა კიბორძალიძე (+100 კგ.).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ხატია ჯანაშვილმა (63 კგ.) და ომარ ნიაზაშვილმა (73 კგ.), მესამე ადგილი კი  დაიკავეს: ბექა ვიბლიანმა (66 კგ.), ილია მალვენიშვილმა (90 კგ.), ზაურ მამარდაშვილმა (90 კგ.), გიორგი თაყაძემ (100 კგ.) და გიგა გელაშვილმა (+100 კგ.).

<< დაბრუნება 2014-04-11