სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ორი მედლით დაასრულეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ორი მედლით დაასრულეს

ათენში გამართულ ვეროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვანო ხუბაშვილმა (50 კგ), თემურ ნოზაძემ (50 კგ), რობიზონ ბეგლარაშვილმა (55 კგ), ჯამბულ ქურდიანმა (60 კგ), ნატალია ყიფშიძემ (40 კგ), მზია ბებოშვილმა (48 კგ) და სალომე მარგიანმა (48 კგ) იჭიდავეს.

მედლის მოპოვება მხოლოდ ორმა მათგანმა შეძლო: თემურ ნოზაძე (50 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო რობიზონ ბეგლარაშვილი (55 კგ) - ბრინჯაოს.

მესამე ადგილისთვის იჭიდავეს  ვანო ხუბაშვილი (50 კგ) და ნატა ყიფშიძემ (40კგ).

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თემურ ნოზაძე ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ზაბოლოტნისთან ვეღარას გახდა და ვერცხლს დასჯერდა. გადამწყვეტ ბრძოლამდე ქართველმა ჭაბუკმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, მათ შორის თანაგუნდელი ვანო ხუბაშვილი (50 კგ), რომელსაც ვაზარით მოუგო. მეოთხედფინალამდე თემურ ნოზაძემ იპონ-იპონ ჩამოიშორა უნგრელი ბენს პონგრაჟი და ბელარუსი ილია ზაიცაუ. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტის სემეონიდისს შიდოთი აჯობა.

რობიზონ ბეგლარაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლის შანსი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ აჩმიზოვთან ორი იუკოს წაგებით დაკარგა. ამ შეხვედრამდე ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფრანგი სედრიკ მიტონისა და ბელგიელი დამ სიემ ვანის ძლევა მოასწრო. რეპეშაჟის პირველ წრეში ნიკოლაე ფოკას და იტალიელ ფაბრიციო მაგოცის აჯობა, ბრინჯაოს ფინალში კი ბელგიელ ხორე ვერსტრაეტენს მეოთხე წუთის დასაწყისში შეუსრულა იპონი.

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა ძიუდოისტმა ვანო ხუბაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელ მეჰდი ასგაროვს ვაზარი და იუკო აუღო, მერვედფინალში კი რუმინელი კოდრუტ ლუნკან ვლადი იპონით დაამარცხა. ბრინჯაოს გზაზე უნგრელ პონგრაჟსა და თურქ უგურჩან ზეჰირს თითო იუკოთი გასცდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ კირილ სამოტუგთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სუფთად წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

ვაჟთა ნაკრების წევრთაგან საქმეში ჯამბულ ქურდიანიც (60 კგ) ჩაერთო. ალბანელ ინდრიტ კულაჰაჯს ორი წუთი აკმარა, მაგრამ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მომავალ ჩემპიონთან - ფრანგ რომარიკ ვენდ იამ ბუდასთან დაკარგა. ბრინჯაოს გზა კი ბულგარელ პეტარ დამიანოვთან სუფთად წაგებით დამამშვიდებელი ეტაპის პირველსავე შეხვედრაში ჩაეკეტა.

5 ივლისს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან, გოგონებში – 52, 57 და 63 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ბექა უდესიანი (66 კგ), სიმონ მამადაშვილი (73 კგ), გიგა გიგაური (73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ხატია ჯანაშვილი (63 კგ) და სალომე მჭედლიშვილი (63 კგ).

 

ევროპის ჩემპიონატი

ძიუდო. ჭაბუკები

ათენი. 4 ივლისი

 

ვაჟები

 

50 კგ

 

1 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 კირილ სამოტუგი (უკრაინა)

3 კონსტანტინ სიმეონიდისი (რუსეთი)

5 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

 

55 კგ

 

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)

3 რობიზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

 

60 კგ

 

1 რომარიკ ვენდ იამ ბოუდა (საფრანგეთი)

2 ოფეკ შანი (ისრაელი)

3 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 ასიმ მამიედოვი (უკრაინა)

 

გოგონები

 

40 კგ

 

1 ჟასტინ დელოი (საფრანგეთი)

2 ლუის პეტი (ბელგია)

3 ჩიჩეკ აკიუზი (თურქეთი)

3 მარია ივკოვიჩი (სერბეთი)

5 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)

 

 44 კგ

 

1 მიშელა ფიორინი (იტალია)

2 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)

3 ანიეკ ნორდერი (ჰოლანდია)

3 იანა შმიტსი (გერმანია)

 

48 კგ

 

1 რაბია სენიაილა (თურქეთი)

2 ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)

3 ეკატერინა დოლგიხი (რუსეთი)

3 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

<< დაბრუნება 2014-07-05