სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში გამართული გრან პრი შვიდი მედლით დაასრულა - ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღეს. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ, ვერცხლის მედლებს უშანგი მარგიანი (81 კგ), ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) დაეუფლნენ, ხოლო მესამე ადგილზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) გავიდნენ.

ბრინჯაოსთვის კიდევ ოთხმა ქართველმა იჭიდავა - ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ზვიად კაპანაძემ (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილმა (81 კგ) და ალექსანდრე მსხალაძემ (100 კგ), მაგრამ მეხუთეზე დარჩნენ.

გრან პრი

ძიუდო

თბილისი

20-22 მარტი

ვაჟები
60 კგ

1. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
2. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)
3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3. დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
2. ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)
3. გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3. ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)

73 კგ
1. რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
2. დასტან იკიბაიევი (ყაზახეთი)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ
1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
2. უშანგი მარგიანი (საქართველო)
3. დაგვასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი)
3. სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)

- 90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
3. ოტგონბაატარ ლახვასურენი (მონღოლეთი)

-100 კგ
1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
2. დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
3. კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)
3. ევგენი ბოროდავკო (ლატვია)

+100 კგ
1. ლევან მატიაშვილი (საქართველო)
2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3. ოლექსანდრ გორდიენკო (უკრაინა)
3. ასლან კამბიევი (რუსეთი)

ქალები
48 კგ

1. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
2. ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)
3. ორორ კლიმენსი (საფრანგეთი)
3. ებრუ საჰინი (თურქეთი)

52 კგ
1. იანა სანდბერგი (ფინეთი)
2. ლიზ ჰეილენი (ბელგია)
3. ლაურა გომესი (ესპანეთი)
3. ოდეტ გიუფრიდა (იტალია)

57 კგ
1. სუმიია დორიასურენი (მონღოლეთი)
2. ვლორა ბედეტი (სლოვენია)
3. ვიოლა ვაეხტერი (გერმანია)
3. მირიამ როპერი (გერმანია)

63 კგ
1. ტინა ტრესტენიაკი (სლოვენია)
2. მუნხაზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3. ედვიგ გვედო (იტალია)
3. მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

70 კგ
1. სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)
2. ჟერვის ემანი (საფრანგეთი)
3. ლინდა ბოლდერი (ისრაელი)
3. მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

-78 კგ
1. კაილა ჰარისონი (აშშ)
2. აურეი ჩუემო (საფრანგეთი)
3. კერსტინ ტიელე (გერმანია)
3. კიონგ სოლი (ჩრ. კორეა)

+78 კგ
1. სონგ იუ (ჩინეთი)
2. სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3. ემილიე ანდელი (საფრანგეთი)
3. ფრანცისკა გონიტცი (გერმანია)

 

<< დაბრუნება 2015-03-23