სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თემურ შავაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თემურ შავაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩერნოგორიის ქალაქ ბარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე  ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე თემურ შავაძემ (46 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში სომეხ ედგარ ტამაზიანთან დაკარგა. შავაძე მესამე ადგილს ბულგარელი სტოიან კუბატოვის დამარცხებით დაეუფლა. ამ ორ შეხვედრამდე ქართველმა მოჭიდავემ თავის მეტოქეებს: აზერბაიჯანელ ნამაზ რუსტამოვსა და ხორვატ ფილიპ ფრანკოლის სძლია.

ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში თემურ შავაძის გარდა, ქართველმა სპორტსმენმა ზვიად პატარიძემაც (100 კგ.) აიღო. ვერცხლის მედლის პრიზიორები კი ლევან ქავჟარაძე (58 კგ.) და გიორგი კურტანიძე (54 კგ.) გახდნენ.

18-23 ივნისს ჩერნოგორიაში ჩატარებული ჩემპიონატი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ტურნირია, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ჯამში 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა

ლევან ქავჟარაძემ (58) - ვერცხლი
გიორგი კურტანიძემ (54) - ვერცხლი
თემურ შავაძე (46) - ბრინჯაო
ზვიად პატარიძე (100) - ბრინჯაო
მთ. მწვრთნელი: დავით ბედინაძე

თავისუფალი სტილით ჭიდაობა

ლექსანდრე კილაძე (42 კგ) - ბრინჯაო
რამაზ ზოიძე (58 კგ) - ბრინჯაო
შმაგი თოდუა (46 კგ) - ბრინჯაო
მთ. მწვრთნელი: ემზარ ბედინეიშვილი

<< დაბრუნება 2013-06-29