სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჭიდაობაში საქართველოს თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჭიდაობაში საქართველოს თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ 29 ივნისს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშებას უმასპინძლა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში უკვე გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ. მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოჭიდავე ლევან არაბულმა (120 კგ.) მოიპოვა. ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენმა სოსო ჯაბიძემ (120 კგ.) კი მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, მცხეთელი გურამ არაბულთან დაძაბულ ბრძოლაში წააგოო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მესამე ადგილი დაიკავა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გოგიტა გოგიბერიშვილმაც (66 კგ.)

30 ივნისს, საქართველოს თასის მედლები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება. ტურნირნირზე სპორტსმენთა შედეგების მიხედვით მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი ნაკრების კანდიდატები გამოვლინდებიან.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. საქართველოს თასი

თბილისი. 29 ივნისი

 

 55 კგ

1 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)

2 გიზო მელაძე (აჭარა)

3 გიორგი ლომინაძე (ოზურგეთი)

3 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)

 

66 კგ

1 საჩინო დავითაია (თბილისი)

2 მარად აბულაძე (აჭარა)

3 უჩა შავაძე (აჭარა)

3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

 

84 კგ

1 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)

2 რევაზ ნადარეიშვილი (ოზურგეთი)

3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)

3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)

 

120 კგ

1 გურამ არაბული (მცხეთა)

2 ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი)

3 სამუკა დარჩია (ოზურგეთი)

3 იოსებ ჯაბიძე (ბაღდადი)

<< დაბრუნება 2013-06-29