სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
სამი მედალი ევროპიდან

სამი მედალი ევროპიდან

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 2 ივლისს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილიტ მოჭიდავე სამმა ქართველმა სპორტსმენმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე ოთხი მოჭიდავე - ირაკლი შავაძე (50 კგ.), ლაშა გობაძე (74 კგ.) და კუკური კირცხალიამაც (96 კგ.) და ხვიჩა ჩიტავა (60 კგ.) გავიდა.

ირაკლი შავაძემ აზერბაიჯანელ რამიზ მამადოვს სუფთად მოუგო. შემდეგ თურქ კარადასლი იასინს ორ პერიოდში სძლია ფინალში კი უკრაინელ ევგენი უდინსკისთან 7 ქულა დაკარგა, ისე, რომ თავად ერთიც ვერ აიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლაშა გობაძემ და კუკური კირცხალიამ ლამაზი ბრძოლის შემდეგ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს, ხოლო ხვიჩა ჩიტავამ ძირითად ბადეში სერბ ტამას ნაგის და რუმინელ მიჰაი რადუ მიჰუტს მოუგო და აზერბაიჯანელ ელმარ მუხტაროვთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი გერმანელ დენიზ მენსკესთან წააგო და ევროპირველობა მე-5 ადგილით დაასრულა.

3 ივლისს მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორები ედნარ შავაძე (55 კგ.) და ფირუზ წულუკიძე (66 კგ.), ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი და უფროსებში საქართველოს ჩემპიონი რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ.) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი იაკობ ქაჯაია (120 კგ.).

<< დაბრუნება 2013-07-02