სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
დავით მარსაგიშვილის ბრინჯაო

დავით მარსაგიშვილის ბრინჯაო

ბაქოში 22-24 ნოემბერს გამართულ “ოქროს გრან-პრიზე” საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მარსაგიშვილმა (84 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ოქრო-ვერცხლის შანსი პირველივე წრეში რუსეთის ნაკრების წევრ, სოსლან კოცოევთან წაგებით (2:11) დაკარგა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი კანადისა და რუსეთის ნაკრების წევრები, ტამერლან ტაგზიევი (8:3) და დაურენ კურუგლიევი (11:2) ჩამოიშორა და მესამე ადგილი დაიმსახურა.

ბაქოს "გრან-პრიზე" თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ.), მალხაზ ზარქუა (66 კგ.), დავით მარსაგიშვილი (84 კგ.), დავით ქერაშვილი (96 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (120 კგ.). მედლების მფლობელები გიორგი ედიშერაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველ ორ შეხვედრაში იაპინელი და ყაზახი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ, აზერბაიჯანელ აჰმენაგი ქვარზატილოვთან დამარცხდა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს სოსლან აზიევს სძლია (11-20) და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

გიორგი ედიშერაშვილმა ფრანგი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში შეხვედრა მომავალ ჩემპიონ იაპონელ ფუმიტაკა მორიშიტასთან დათმო, მაგრამ მესამე ადგილისათვის ბრძოლაში რუსი ბაზალ ჟალსაპოვი დაამარცხა (13-6).

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ დავით მარსაგიშვილს რამდენიმე დღის წინ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა. სანქციის მოხსნის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც ჩანს, სპორტსმენს დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, რადგან ნაკრების ლიდერმა საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაილეობა.

http://www.youtube.com/watch?v=scvfh2vHAHM

<< დაბრუნება 2013-11-25