სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეების ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო

მოჭიდავეების ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო

გლდანში მდებარე ხელბურთის აკადემიაში 7-10 ივნისს გამართულ საქართველოს ჩემპიონთა თასზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამარჯვებას ოთარ გოგავა (57 კგ) დაეუფლა, ვერცხლის პრიზიორი ზურაბ ერბოწონაშვილი (74 კგ) გახდა, ხოლო რამაზ ზოიძე (65 კგ), ირაკლი გოგიბერიშვილი (74 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (125 კგ) მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვერცხლის მედალოსნები სოსო ჯაბიძე (98 კგ) და ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ) გახდნენ, ხოლო ხვიჩა ჭითავამ (59 კგ), მარად აბულაძემ (66 კგ) და გოგა აფრიამაშვილმა (74 კგ) ბრინჯაოს მედლები აიღეს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) სეზონის უმთავრესი შეჯიბრების მიღმა დარჩა. ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა პირველი შეხვედრა ჩვეულად ლამაზად და ეფექტურად დაიწყო – პირველ წრეში ვასილ კოტორაშვილს (84 კგ) ორ პერიოდში ათი ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს, შემდეგ კი ნოდარ ეგაძესთან (86 კგ) სუფთად დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მას შემდეგ დაკარგა, რაც ნოდარ ეგაძემ (86 კგ) მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, 19 წლის გიორგი ჩხარტიშვილთან (86 კგ) წააგო.

მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების წევრი  მანუჩარ ცხადაიაც (71 კგ)  ჩაერთო, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა. ძირითად ბადეში ნახევარფინალში გულბათაშვილთან (74 კგ) 3:4 დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში გოგა აფრიამაშვილთან (74 კგ) დაჭიდება აღარ მოისურვა.

 

“საქართველოს ჩემპიონთა თასი”. თავისუფალი ჭიდაობა

7-8 ივნისი. თბილისი, გლდანი ხელბურთის აკადემიის დარბაზი.

 

57 კგ

 

1.ოთარ გოგავა

2.გიორგი ლეჟავა

3. ბექა ბუჯიაშვილი

3. თეიმურაზ ქასოშვილი

 

61 კგ

 

1 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

2 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)

3 გიორგი ბალიაშვილი (გორი)

3 ლაშა მიხელიძე (თბილისი)

 

65 კგ

 

1.მალხაზ ზარქუა

2.კოტე ხაბალაშვილი

3.რამაზ ზოიძე

3.კახა ელბაქიძე

 

70 კგ

 

1 ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი)

2 ლაშა გიგაშვილი (ხარაგაული)

3 დავით ტლაშაძე (გორი)

3 თორნიკე როსტიაშვილი (საგარეჯო)

 

74 კგ

 

1. ჯაბა ყველაშვილი

2.ზურაბ ერბოწონაშვილი

3.მარად ზოიძე

3.ირაკლი გოგობერიშვილი

 

86 კგ

 

1 გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი)

2 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)

3 ლევან მურადხანაშვილი (ბოლნისი)

3 ნოდარ ეგაძე (გორი)

 

97 კგ

 

1.ელიზბარ ოდიკაძე

2.თედო ებანოიძე

3.თორნიკე ხიდეშელი

3.ზვიად მეტრეველი

 

125 კგ

 

1 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)

2 გენო პეტრიაშვილი (გორი)

3 ლევან ბერიანიძე (თბილისი)

3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)

 

“საქართველოს ჩემპიონთა თასი”. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

9-10 ივნისი. თბილისი. გლდანი ხელბურთის აკადემიის დარბაზი.

 

59 კგ

 

1. გოდერძი დავითაძე

2. მირზა ვანაძე

3. გიორგი მამნიაშვილი

3. ხვიჩა ჭითავა

 

66 კგ

 

1. რევაზ ლაშხი

2. ანტონი მამაგეიშვილი

3. არჩილ თურმანიძე

3. მარად აბულაძე

 

71 კგ

 

1. გიორგი ჯავახია

2. მინდია წულუკიძე

3. გიორგი ჯაში

3. მერაბ ქაჯაია

 

74 კგ

 

1. ზურიკო დათუნაშვილი

2. ილია გულბათაშვილი

3. ლაშა ლოლაშვილი

3. გოგა აფრიამაშვილი

 

80 კგ

 

1. გიორგი ცირეკიძე

2. ნიკოლოზ კელასოვი

3. თორნიკე ძამაშვილი

3. ზურაბ ცინცაძე

 

85 კგ

 

1. ლადო გეგეშიძე

2. რობერტი კობლიაშვილი

3. ვალერიან მურვანიძე

3. ლაშა იობაძე

 

90 კგ

 

1. ვასიკო იმერლიშვილი

2. იოსებ ჯაბიძე

3. ნიკოლოზ კახელაშვილი

3. ამირან ზარნაძე

<< დაბრუნება 2014-06-12