სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოთხი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი

ოთხი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი

24-26 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “რესპუბლიკის თასზე” საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდვეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა სულ გათამაშებული 8 ოქროს მედლიდან 4 მოიპოვეს.

ჩემპიონები ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავე ზვიად პატარიძე (120 კგ), ირაკლი შავაძე (55 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ) გახდნენ.

პატარიძემ გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ დურგუნ ოგუჟანს მოუგო, შავაძემ რუსი არტემ პაშმენკო დაამარცა, ბოლქვაძემ - ყირგი ესენ ასანოვი, ხოლო კახელაშვილმა – რუს მურატ ლოკიაევს აჯობა. ფინალში დამარცხდა ბაკურ გოგოლი (66 კგ) - მას რუსეთის ნაკრების წევრმა გარიკ გიულუმიანმა მოუგო.

საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ თორნიკე ჭელიძესა (55 კგ) და გელა შავაძეს (66კგ), რომლებმაც რეპეშაჟის ფინალში წააგეს.

თურქულ ხალიჩაზე სულ ექვსი ქვეყნის: თურქეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანის, უნგრეთისა და ყირგიზეთის ნაკრებები გავიდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს, 60 ქულით. ქართულმა გუნდმა კი მეორე ადგილი დაიკავა, 53 ქულით.

 

<< დაბრუნება 2014-10-29