სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველი ფალავნები მინსკში უძლიერესეი შემადგენლობით გამოვლენ

ქართველი ფალავნები მინსკში უძლიერესეი შემადგენლობით გამოვლენ

ხვალ მინსკში ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება, სადაც ქართველი ფალავნები უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

57 კგ - ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - ლადო ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
65 კგ - მალხაზ ზარქუა, ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - ჯაბა ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ - დავით მარსაგიშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, ომარ გუსოშვილი, დავით ქერაშვილი
125 კგ - გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი.

ქართველი მოჭიდავეები ბელორუსში 24 თებერვალს გაემგზავრნენ, სადაც სპორტსმენებმა სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.

სამგზის ოლიმპიურ და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირი ბელარუსში 1970 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. პირველი სამი წელი ხალიჩაზე მხოლოდ მძიმეწონოსნები გადიოდნენ, შემდეგ საქმეში ყველა წონითი კატეგორია ჩაერთო. 2004 წლიდან კი ორგანიზატორებმა მედლების გათამაშება ქალთა ჭიდაობაშიც დაიწყეს. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაში წელს მსოფლიოს 26 ქვეყნის ნაკრებები იასპარეზებენ.

 

<< დაბრუნება 2015-03-05