სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ზურაბ ერბოწონაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ზურაბ ერბოწონაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ზურაბ ერბოწონაშვილი (74 კგ) ჩემპიონი გახდა.

ქართველი მოჭიდავის პირველი მეტოქე მოლდოველი იონ ვასილაჩი იყო, რომელსაც ერბოწონაშვილმა 7:0 სძლია, შემდეგ გერმანელი ქუბილაი ჩაკიში დაამრცხა და 10 ქულა დააგროვა, ნახევარფინალში თურქ მურატ ერთურქს 10:0 მოუგო, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი სომეხ გრიგორ გრიგორიანს აჯობა.

მთლიანობაში შეჯიბრებაზე ოთხმა ქართველმა იჭიდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა. ჩემპიონი გახდა ომარ გუსოშვილიც (97 კგ), რომელმაც შეჯიბრება ალექსიოს კაუსლიდისის ძლევით დაიწყო (10:0), მეოთხედფინალში ბულგარელი კალოიან კოელევი 12:2 დაამარცხა, ნახევარფინალში თურქ იუსუფ კან ზეიბეკს მოუგო, გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი ნურმაგომედ გაჯიევს 9:4 აჯობა და შეჯიბერების გამარჯვებული გახდა.

ვერცხლს ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს - ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ).

დღეს გამარჯვებისთვის გიორგი შამათავა (61 კგ), ალექსანდრე ჯაჭვაძე (70 კგ), ირაკლი მწითური (86 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (125 კგ) იბრძოლებენ.

<< დაბრუნება 2015-03-25