სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა მოჭიდავეებმა აზერბაიჯანის თასზე ექვსი ოქრო დაისაკუთრეს

ქართველმა მოჭიდავეებმა აზერბაიჯანის თასზე ექვსი ოქრო დაისაკუთრეს

აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა 3 ოქრო და 6 ბრინჯაო დაისაკუთრეს. ტურნირის ჩემპიონები ლევან ქავჟარაძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (66 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ბექა კანდელაკმა (120 კგ), სულხან ბუიძემ (96 კგ), გიორგი მელიამ (84 კგ), ირაკლი შავაძემ (60 კგ), დავით ჩხარტიშვილმა (55 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (50 კგ) მოიპოვეს.

რაც შეეხებათ ჭაბუკ მოჭიდავეებს, აღნიშნულ შეჯიბრებაზე მათ 8 მედალი აიღეს. გიორგი მეფიშვილი (46 კგ) და დავით ბაკურაძე (63 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ვაჟა გოთუამ (69 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლები რომან ლომინაძემ (54 კგ), ნოდარ შავაძემ (69 კგ), ბადრი ჯანელიძემ (76 კგ), რობიზონ ესაძემ (85 კგ) და საბა ცეცხლაძემ (100 კგ) დაისაკუთრეს.

ამავე ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმაც იასპარეზეს, რომლებმაც შეჯიბრება 4 მედლით დაასრულეს. ვერცხლის მედალს დემურ მეგენეიშვილი (76 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი გოგა მამიაურმა (58 კგ), ივერი ჯულაყიძემ (69 კგ) და ზურაბ ურთაშვილმა (100 კგ) მოიპოვეს. ჩემპიონატის ბოლო დღეს გამარჯვებულები ახალგზრდა თავისუფლებს შორის გამოვლინდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ავიდა, ხოლო რობერტ დინგაშვილი (50 კგ) და გიორგი სულავა (60 კგ) მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ წურწუმია (50 კგ), ზვიად პატარიძე (120 კგ), ბექა კანდელაკი (120 კგ), გოგა მამიაური (58 კგ), ივერი ჯულაყიძე (69 კგ) და ზურაბ ურუთაშვილი (100 კგ) ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები არიან.

<< დაბრუნება 2015-04-20