სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ელიზბარ ოდიკაძის ვერცხლი პირველი ევროპული თამაშებიდან

ელიზბარ ოდიკაძის ვერცხლი პირველი ევროპული თამაშებიდან

17 ივნისს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველ თამაშებზე ორი მედლი მოიპოვა.

ბაქოს ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ოთხივე წონაში იჭიდავეს და შეჯიბრება ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

პირველი მედალი საქართველოს ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) მოუტანა - მან შეჯიბრება უკრაინის ნაკრების წევრ რუსტამ დუდაევთან  გამარჯვებით დაიწყო, რეპეშაჟის ფინალში კი მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორს, ბელარუსის ნაკრების წევრ ალი შაბანაუს აჯობა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე შეჯიბრებაში მეორე წრიდან, ლიტველ მინდაუგას რუმბუტისთან შეხვედრით ჩაერთო, და მეტოქე 24 წამში დაამარცხა, შემდეგ სლოვაკ იოზეფ ჯალოვიარს სძლია, ნახევარფინალში კი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტთან და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონთან, უკრაინელ ვალერი ანდრიიცევთან მძიმე ბრძოლის შეემდეგ გაიმარჯვა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერ ხეთაგ გაზიუმოვთან დამარცხდა.

მედლების გარეშე დარჩნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და დებიუტანტი ავთანდილ კენჭაძე (65 კგ), რომელიც საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

18 ივნისს მედლების მოგებას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ოთხი წევრი ეცდება: ბექა ლომთაძე (61 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის თამაშები
ბაქო
17 ივნისი


57 კგ
1. ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)
2. მარსელ ევალდი (გერმანია)
3. ალექსანდრუ ჩირტოაკა (მოლდოვა)
3. სეზარ აკგული (თურქეთი)

65 კგ
1. ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2. ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)
3. მუსტაფა კაია (თურქეთი)
3. ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

74 კგ
1. ანიუარ გედუევი (რუსეთი)
2. სონერ დემიტრაში (თურქეთი)
3. ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

97 კგ
1. ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)
3. ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
3. აბდუსალიმ გადისოვი (რუსეთი)

<< დაბრუნება 2015-06-18