სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების წარმატება ავსტრიაში - 6 ოქრო და გუნდური პირველი ადგილი

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების წარმატება ავსტრიაში - 6 ოქრო და გუნდური პირველი ადგილი

27 თებერვალს ავსტრიის ქალას გიოტცში მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართა ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.
 
ტურნირი ქართველი მოჭიდავეების სრული ტრიუმფით დასრულდა, საქართველოს ნაკრების წევრებმა 8 წონით კატეგორიაში იასპარეზეს და 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
 
ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), გურამ ხეცურიანი (84 კგ), გიორგი მელია (96 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები თემურ ჭკუასელიძე (74 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გახდნენ.
 
ვერცხლის მედალს ლევან ქავჟარაძე (60 კგ) დაეუფლა, ბრინჯაო კი დავით ჩხარტიშვილის (55 კგ) მოიპოვა.
 
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 77 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე უნგრეთი 53 ქულით გავიდა, მესამეზე კი აშშ 46 ქულით.
 

 

<< დაბრუნება 2016-02-29