სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

25-26 ივნისს, სტეფანწმინდაში გამართულ ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის, ჩემპიონები და პრიზიორები სამ ასაკობრივ ჯგუფში, ჯამში 18 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ჩემპიონები თეიმურაზ ქოჩქიანი (80კგ)და ლუკა ღვინჯილია (55კგ) გახდნენ, ხოლო ვერცხლი ლუკა კვრიჭიშილს (38კგ) ხვდა წილად.

მწვრთნელები: თამაზ ბედიანიშვილი, ჯონი ლორია.

ტურნირის შედეგები დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ნაკრების შემადგენლობის სელექციაზე, რომელიც 2021 წლის ივლისში უნგრეთის დედაქალაქ - ბუდაპეშტში გაიმართება.

<< დაბრუნება 2021-06-26