სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ხუთი მედალი დიუსელდორფის გრან პრიდან

ხუთი მედალი დიუსელდორფის გრან პრიდან

20-22 თებერვალს დიუსელდორფის გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდის წევრთაგან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ხუთი შეხვედრიდან ოთხში მეტოქეებს შებოჭვით სძლია. 5 წუთი ერთადერთ შეხვედრაში დასჭირდა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრ ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) დაეჭიდა და უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 3:2 აჯობა. მანამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ამერიკელი თომას კაპრა, ყაზახი ისლამ ბოზბაიევი და შვედი მარკუს ნიმანი ჩამოიცილა, ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ზანკიშიევს წუთსა და 37 წამში მოუგო.

ვერცხლის მედლები ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს, ამ უკანასკნელმა  ფინალამდე კუბელი მაგდიელ ესტრადა, ბელგიელი სემი ჩოუჩი, იტალიელი ანდრეა რეგისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი ვიქტორ სკვორტოვი და ბრაზილიელი მარსელო კონტინი ჩამოიშორა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი იაპონელ შოჰეისთან დამარცხდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალის გზაზე იტალიელი ანტონიო ჩიანო, მონღოლი უუგანბაატარ ოტონბაატარი, უნგრელი ლასლო სზოკნიაი და გერმანელი სვენ მარეხი დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უილეთო ბრძოლაში ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოსთან 1:2 წააგო.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი ორივემ ნახევარფინალში დაკარგა.

საქართველოს სახელით გერმანულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა გიუნაშვილი (60 კგ), თორნიკე თათარაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მათგან საერთო გუნდურ ჩათვლაში გასათვალისწინებელი ქულები მხოლოდ ამირან პაპინაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვეს, შესაბამისად მე-5 და მე-7 ადგილებით.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 20-22 თებერვალს დიუსელდორფში გასამართ გრან პრიზე:

60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

 

ძიუდო

გრან პრი

დიუსელდორფი

კაცები

20-22 თებერვალი

 

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

 

66 კგ

1 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

 

73 კგ

1 შოჰეი ონო (იაპონია)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 საგი მუკი (ისრაელი)

 

81 კგ

1 ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია)

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 სვენ მარეხი (გერმანია)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

 

100 კგ

1 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

2 რამადან დარვიში (ეგვიპტე)

3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

3 სირილ მარე (საფრანგეთი)

 

+100 კგ

1 რიუ შიჩინოე (იაპონია)

2 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)

3 ორ სასონი (ისრაელი)

3 სვენ ჰაინლე (გერმანია)

<< დაბრუნება 2015-02-22