სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
შშმ ბავშვებს ფეხბურთის ტურნირისთვის მოსამზადებელი ვარჯიში ჩაუტარდათ

შშმ ბავშვებს ფეხბურთის ტურნირისთვის მოსამზადებელი ვარჯიში ჩაუტარდათ

დღეს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის სპორტულმა განყოფილებამ თბილისის მე-200 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს ფეხბურთის ტურნირისთვის მოსამზადებელი ვარჯიში ჩაუტარა.

ფეხბურთის მატჩები შშმ ბავშვების მონაწილეობით მომავალ კვირას ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილე ოთხი გუნდიდან - თითოეული მე-200 სკოლის მოსწავლეებითა და ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენებით დაკომპლექტდება.

აღნიშნული სპორტული აქტივობის მიზანია შშმ პირებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

საფეხბურთო ტურნირის გამართვა 23 დეკემბერს დაიგეგმა, როდესაც ოლიმპიური ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი თანამშრომლებთან ერთად მე-200 სკოლას ესტუმრა და შშმ მოსწავლეებს ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცა.

<< დაბრუნება 2015-03-06