სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

"ღია პირველობა" ძიუდოში დასრულდა

21-22 ნოემბერს ოლიმპიურმა ცენტრმა "ღია პირველობას" უმასპინძლა
 
„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ ძიუდოში 2002-2004 და 2005-2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართა.
 
21 ნოემბერს 2002-2004 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა შემდეგ წონით კატეგორიებში იასპარეზეს - 30, 34, 38, 42, 46, 50, 55, 60, 66 და +66 კგ, ხოლო ტურნირის მეორე დღეს გამარჯვებულები 2005-2007 წლებში დაბადებულთა შორის 24, 27, 30, 34, 38, 42, 46, 50, 55 და +55 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
I - აკაკი მუმლაძე (42 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
I - ჭინჭარაშვილი გუჯა (50 კგ) (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი)
II - შაქარაშვილი გიორგი (66კგ) (მწ: მალხაზ შეშაბერიძე, დათო შეშაბერიძე)
II - ბაზიერაშვილი ერეკლე (50 კგ) (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი)
III - მშვილდაძე გიორგი (34 კგ) (მწ:მალხაზ შეშაბერიძე, დათო შეშაბერიძე)
III - ჯინჭველაძე თორნიკე (38 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
III - თაბუკაშვილი ამიკო (46 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
III - ათაბეგაშვილი სანდრო (+60 კგ) (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი)
 
22 ნოემბერს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა კიდევ რვა დაისაკუთრეს:
II - გიორგი მიშველაძე (34 კგ) (მწ: მალხაზ შეშაბერიძე, დათო შეშაბერიძე)
III - საბა პეტრიაშვილი (30 კგ) (მწ: მალხაზ შეშაბერიძე, დათო შეშაბერიძე)
III - თორნიკე წიკლაური (46 კგ) (მწ: მალხაზ შეშაბერიძე, დათო შეშაბერიძე)
III - ცუცქირიძე (+55 კგ) (მწ: მალხაზ შეშაბერიძე, დათო შეშაბერიძე)
III - საბა ონიანი (27 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
III - გიორგი ღვინიაშვილი (27 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
III- დაჩი მუმლაძე (30 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
III - მერაბ იოხუმსაშვილი (50 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე)
 
აღნიშნული ღონისძიების მიზანს ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და ქვეყნის კადეტთა ნაკრები გუნდების პერსპექტიული სპორტსმენებით შევსება, ასევე საქართველოში სპორტის პოპულარიზაცია და სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
 
შეჯიბრებაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ უკვე მეოთხედ ტარდება და მასში ყოველწლიურად 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
<< დაბრუნება 2015-11-24