სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა შშმ პირებს უმასპინძლა

ოლიმპიურმა ცენტრმა შშმ პირებს უმასპინძლა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
 
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა თბილისის მე-200 და 71-ე საჯარო საჯარო სკოლების შშმ მოსწავლეებსა და მათ თანაკლასელებს უმასპინძლა.
 
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ოლიმპიურ ცენტრის ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზები დაათვალიერეს და სპორტის სხვადასხვა სახეობებს გაეცნენ.
 
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა ოლიმპიურ ცენტრში თავიანთი დარგული ხეებიც მოინახულეს, რომლებიც 14 ნოემბერს "ღია კარის დღესთან" დაკავშირებით დარგეს.
 
 
<< დაბრუნება 2015-12-03