სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში

ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში

11-12 ივნისს ჩატარდა ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, რომელშიც მონაწილეობას 250-ზე მეტი ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ ტურნირზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
 
I ადგიილი
მაგამედ მაგამედოვი (35 კგ)
ლუკა მარიამიძე (58 კგ)
გიორგი არღვლიანი (85 კგ)
 
II ადგილი
თემურ ქოჩქიანი (42 კგ)
 
III ადგილი
თორნიკლე იობაძე (54 კგ)
ივანე ელოშვილი (63 კგ)
ვლადიმერ კაკიაშვილი (63 კგ)
გაგა ფუხელური (69 კგ)
ნიკა ბარაბაძე (76 კგ)
 
შეჯიბრების მიზანს ნიჭიერი და პერსპექტიული მოჭიდავეების აღმოჩენა, ასევე საქართველოში სპორტის პოპულარიზაცია და სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
 
აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ წელს მესამედ ტარდება და მასში ყოველწლიურად 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

<< დაბრუნება 2016-06-13