სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრი მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს

ოლიმპიური ცენტრი მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს

22-23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ოლიმპიური ცენტრის ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობას, ქართველების გარდა, ამიერკავკასიის 200-მდე ახალგაზრდა მოჭიდავე მიიღებს.

ტურნირის მიზანს პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენებისა და საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდების უახლესი რეზერვების გამოვლენა წარმოადგენს.

აღნიშნულ შეჯიბრებასთან დაკავშირებით, ოლიმპიური ცენტრის ხეივანში მიხეილ სალაძის სახელობის პირველი ოლიმპიური რგოლი გაიხსნება, რომელსაც მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა და რგოლები სხვა ქართველი გამოჩენილი სპორტსმენების პატივსაცემადაც გაკეთდება.

 

<< დაბრუნება 2016-10-21