სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

22-23 ოქტომბერს ოლიმპიურ ცენტრში გამართული მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდა.

გამარჯვებულები 11 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ - 38, 42, 46, 50, 54, 58, 63, 69, 76, 85 და 100 კგ. ჩემპიონ-პრიზიორები სპეციალური მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ოლიმპიური ცენტრის ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობა, ქართველების გარდა, ამიერკავკასიის 300-მდე ახალგაზრდა მოჭიდავემ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 11 ოქროს მედლიდან 10 ქართველმა სპორტსმენებმა დაისაკუთრეს, რომელთაგან ორი ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელია. გამარჯვებულები გახდნენ - აჩიკო ბოლქვაძე (38 კგ), ჰასტრატ კაფაროვი (42 კგ), ლაშა ბოლქვაძე (46 კგ), აკაკი ოსიაშვილი (50 კგ), ხვიჩა ანანიძე (54 კგ), გიორგი პერტაია (58 კგ) (ოლიმპიური ცენტრი), ნიკა შერბაკოვი (63 კგ) (ოლიმპიური ცენტრი), გიორგი ნოზაძე (69 კგ), ლუკა ზაქარიაძე (76 კგ), ლუკა ხუციშვილი (85 კგ) და გიორგი ზოიძე (100 კგ).

ტურნირის მიზანს პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენებისა და საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდების უახლესი რეზერვების გამოვლენა წარმოადგენდა.

შეგახსნებეთ, რომ გუშინ შეჯიბრებასთან დაკავშირებით, ოლიმპიური ცენტრის ხეივანში მიხეილ სალაძის სახელობის პირველი ოლიმპიური რგოლი გაიხსნა.

მრავალი ჯილდოს მფლობელი მიხეილ სალაძე ოლიმპიურ ცენტრში აღიზარდა, ამიტომ პირველი რგოლი სწორედ ოლიმპიური ცენტრის ყველაზე ტიტულოვანი აღსაზრდელის სახელობისაა.

ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცემა და მომავალში რგოლები სხვა ქართველი გამოჩენილი სპორტსმენების პატივსაცემადაც გაკეთდება.

63 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი (1981), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1976, 79, 81, 82), 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე, მრავალი სართაშორისო ტურნრირის გამარჯვებული, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის ორგზის და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერია.

ფოტო გალერეა: http://olympiccentre.ge/?page=gallery&category=64

<< დაბრუნება 2016-10-23