სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

მოჭიდავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კონტინენტის პირველობა 1-2 აპრილს უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გაიმართა.

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ორი მედალი დაისაკუთრეს: რამაზ ზოიძემ (71კგ) ვერცხლის, ხოლო ზვიად პატარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სახელით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გელა ბოლქვაძემაც (80კგ), ხოლო დავით ჩხარტიშვილი (59კგ) და ლაშა გობაძე (85კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 47 ქულა მოაგროვა. 45 ქულით მეორე იყო რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი მესამე - 42 ქულა.

<< დაბრუნება 2017-04-05