სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ზვიად პატარიძე და თემურ ჭკუასელი ჩემპიონები გახდნენ

ზვიად პატარიძე და თემურ ჭკუასელი ჩემპიონები გახდნენ

6-7 მაისს ყაზახურ ალმა-ატაში გამართულ ოლმპიური ჩემპიონის ჯაკსილკა უშკემპიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:

I ადგილი - ზვიად პატარიძე (120 კგ) მწ: ვაჟა კრავეიშვილი

I ადგილი - თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) ოლიმპიური ცენტრი

III ადგილი - გიორგი გუჯაბიძე (66 კგ) ოლიმპიური ცენტრი

III ადგილი - საბა ბუცხრიკიძე (96 კგ) კიკაძე კობა

თემურ ჭკუასელიძემ (84 კგ) მასპინძელ სანჟარ ტიმირბეკს მოუგო, ზვიად პატარიძემ (120 კგ) კი მასპინძლების კიდევ ერთი წარმომადგენელ ანტონ სავენკოს სძლია.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 7 ქვეყნის: უზბეკეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს.

საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატზე ასპარეზობა 6 მედლითა და გუნდური მე-2 ადგილით დაასრულა.

 

<< დაბრუნება 2017-05-10