სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები საქართველოს ჩემპიონებს შორის არიან

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები საქართველოს ჩემპიონებს შორის არიან

9-11 იანვარს დიღომში მდებარე "ახალი თბილისის" ფრენბურთის არენაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
 
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა მონაწილეობა მთელი ქვეყნის მაშტაბით 200-ამდე სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრება ახალი 2 დღიანი ფორმატით ჩატარდა, ჩემპიონ-პრიზიორები კი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიერ განახლებულ 10 წონთ კატეგორიაში გამოვლინდნენ.
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ ცემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს:
 
I ადგილი - ნუგზარ წურწუმია (55 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
I ადგილი - შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი)
II ადგილი - ვარლამ კვარაცხელია (87 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
II ადგილი - ბექა კანდელაკი (130 კგ) (მწ: ვაჟა თინიკაშვილი)
III ადგილი - ხვიჩა ჭითავა (63 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
III ადგილი - გოგა აფრიამაშვილი (73 კგ) (მწ: კობა კიკაძე)
III ადგილი - ლაშა მარიამიძე (67 კგ) (მწ: ვაჟა თინიკაშვილი)
III ადგილი - გოგა გოგიბერაშვილი (67 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
III ადგილი - ლევან არაბული (130 კგ) (მწ: ვაჟა თინიკაშვილი)
 
შიდა კონკურენციის გამარჯვებულებით საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით – რუსეთში, ქალაქ კასპიისკში (დაღესტანი) გასამართ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
 
55 კგ
1. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
2. ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3. კახა ირემაძე (აჭარა)
3. ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
 
60 კგ
1. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
2. რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)
3. ლაშა მარიამიძე (თბილისი)
 
63 კგ
1. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
2. ლერი აბულაძე (აჭარა)
3. ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
3. ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
 
67 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3. ჯონი ხეცურიანი (ხობი)
 
72 კგ
1. იური ლომაძე (ოზურგეთი)
2. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. გ. ხუჭუა (ოზურგეთი)
3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი - ორც)
 
77 კგ
1. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
2. მინდია წულუკიძე (აჭარა)
3. ბაკურ გოგოლი (თბილისი)
3. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
 
82 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
3. რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი)
 
87 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)
3. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა)
3. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
 
97 კგ
1. კოკა კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3. ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი)
 
130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი - ორც)
3. ლევან არაბული (მცხეთა)
3. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)
 
საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ქულებით აჭარის გუნდმა იმარჯვა. მეორე ადგილზე ოზურგეთი გავიდა, მესამეზე – თბილისი.
 

 

<< დაბრუნება 2018-01-16