სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

9-10 თებერვალს "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენამ ორი დღის განმავლობაში თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ამდე ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ჯონი ცახადიამ (45 კგ) და ლუკა მარიამიძემ (65 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ჩანქსელიანმა (80 კგ), თორნიკე კაკოშვილმა (71 კგ) და გიორგი არაგვიანმა (110 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი შამილ გაჯიევი (48 კგ) გახდა.
 
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, მეორე მესამე ადგილებზე კი გორისა და ქუთაისის გუნდები გავიდნენ.
 

45კგ
1. ჯონი ცხადაია (თბილისი – ორც)
2. გიორგი გოგრიჭიანი (ამბროლაური)
3. ბეჟანი ბარსიონიძე (ამბროლაური)
3. იგორი ბერიძე (აჭარა)

48 კგ
1. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
2. ზურიკო ჯანელიძე (აჭარა)
3. შამილ გაჯიევი (ყვარელი)
3. გიორგი აბულაშვილი (რუსთავი)

51 კგ
1. გიორგი გეგელაშვილი (გორი)
2. ომარ გაზაშვილი (გორი)
3. ნიკა ბერუაშვილი (რუსთავი)
3. ლუკა ჩხიტუნიძე (საჩხერე)

55 კგ
1. დავით აბდალაძე (ქუთაისი)
2. ბექა ბეკოშვილი (რუსთავი)
3. ნიკოლოზ გოგრიჭიანი (ამბროლაური)
3. ბაჩუკი ავალიშვილი (ბოლნისი)

60 კგ
1. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
2. ბაჩო ქვლივიძე (საგარეჯო)
3. მამული გურგენიძე (აჭარა)
3. დავით ქაქალაშვილი (ყვარელი)

65 კგ
1. ლუკა მარიამიძე (თბილისი – ორც)
2. დავით ფაცინაშვილი (გორი)
3. გიორგი გელაშვილი (ხაშური)
3. დიეგო მახარაძე (აჭარა)

71 კგ
1. ბაგრატი გაგნიძე (ქუთაისი)
2. ვლადიმერ კაკოშვილი (თბილისი – ორც)
3. ანზორი გოლუბიანი (რუსთავი)
3. დავით კუჭუაშილი (საგარეჯო)

80 კგ
1. გიორგი ნებუნიშვილი (გარდაბანი)
2. გიორგი ჩანქსელიანი (ხონი)
3. საბა გამთენაძე (ქუთაისი)
3. სენენი ქაზუმოვი (ბოლნისი)

92 კგ
1. ნიკა ბერულავა (თბილისი)
2. შაქრო ჯაფარიძე (ამბროლაური)
3. მურად ახალაძე (გორი)
3. გიორგი ჩიხრაძე (ონი)

110 კგ
1. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
2. გიორგი არღვლიანი (თბილისი)
3. დავით ქაცაძე (ქუთაისი)

 

<< დაბრუნება 2018-02-12