სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჭაბუკი ძიუდოისტები წარმატებას წარმატებაზე აღწევენ

ჭაბუკი ძიუდოისტები წარმატებას წარმატებაზე აღწევენ

გუგა ამირხანაშვილი (50 კგ) და გუჯა ჭინჭარაშვილი (66 კგ) დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

გოჩა ბერაძის აღსაზრდელებმა 2002-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გამართულ შეჯიბრებაზე ჯამში 4 მედალი მოიპოვეს, მეორე ადგილი ლუკა კუხალეიშვილმა (50 კგ) დაიკავა, ხოლო ამიკო თაბუკაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ჭაბუკ ძიუდოისტებს წარმატებისთვის უკვე არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირზე მიუღწევიათ და მათი მწვრთნელი გოჩა ბერაძე იმედოვნებს, რომ მომავალში გულშემატკივრებს უფრო დიდი სპორტული მიღწევებით გაახარებს.

<< დაბრუნება 2018-04-18