სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძიუდოისტებმა  მორიგი მედლები მოიპოვეს

ძიუდოისტებმა მორიგი მედლები მოიპოვეს

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ძიუდოისტებმა 26-27 მაისს თბილისში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე იასპარეზეს და 3 მედალი მოიპოვეს.

გოჩა ბერაძის აღზრდილმა სპორტსმენებმა 2008-2009 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარებულ ტურნირზე მედლები შემდეგნაირად გაინაწილეს: ცოტნე ბახტაძე (38 კგ) - პირველი ადგილი, დიეგო ალაგარდაშვილი (30 კგ) და ნიკა აფციაური (46 კგ) - ვერცხლის მედალები, ნიკა გივიშვილი (29 კგ) და შოთა მუსელიანი (42 კგ) - მესამე საპრიზო ადგილები.

<< დაბრუნება 2018-05-28