სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვერცხლი ზაგრებიდან

ვერცხლი ზაგრებიდან

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ გიორგი პერტაიამ (55 კგ) ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ვეერცხლის მედალო მოიპოვა. გიორგი ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელის ვაჟა კრავეიშვილის აღღსაზრდელია, მან ფინალური ორთაბრძოლა ირანელ ამირჰოსეინ გოლამ რეზასთან დათმო.

საერთო ჯამში ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი შესაძლებლობიდან სამში წარმატებას მიაღწია და სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა. გიორგი ცოფურაშვილმა (80 კგ) გზა ფინალამდე გაიკვალა და სომხეთის წარმომადგენელ კარენ ხაჩატრიანზე გამარჯვებით ჩემპიონი გახდა.

მესამე ადგილი ხვიჩა ანანიძემ (65 კგ) დაიკავა.

<< დაბრუნება 2018-07-09