სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით ჩატარდა "ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა" სპორტის შვიდ სახეობაში. შეჯიბრების 300-მდე მონაწილემ თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მშვილდოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში იასპარეზა.
 
ღია პირველობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური რეზერვების ცენტრის დირექტორი ბორია ფირცხელიანი და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. ძიუდოს ტურნირს აკვირდებოდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე.
 
თავისუფალ ჭიდაობაში პირველი საპრიზო ადგილები იგორ აფციაურმა (55 კგ), მირზა გაჯიევმა (65 კგ), ნიკოლოზ ლაგვილავამ (75 კგ), ლევან ბაზაძემ (85 კგ) და გიორგი ჩიხრაძემ (100 კგ) დაიკავეს.
 
რაც შეეხება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და ძიუდოს, ორივე სპორტის სახეობაში გამარჯვება "ოლიმპიური ცენტრის პირველმა გუნდებმა" მოიპოვეს.
 
მძლეოსნობაში ჩემპიონის ტიტული მიხეილ ცანავამ მიისაკუთრა, მშვილდოსნობაში გოგონებს შორის გამარჯვებული მარიამ მახარაშვილი გახდა, ხოლო ბიჭებში - გიგა ჭინჭარაშვილი.
 
მძლეოსნობაში ოქროს მედლები აიღეს: აჩი ოქროპირიძემ, გიორგი ხარაზიშვილმა, ბაჩო კილაძემ, საბა ესანიძემ და საბა ანთაურმა.

 

<< დაბრუნება 2018-10-24