სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
8 მედალი კვიპროსიდან

8 მედალი კვიპროსიდან

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კვიპროსში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე 8 მედალი მოიპოვეს, აქედან - 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ჩემპიონის ტიტული გიორგი მშვენიერიძემ (55 კგ), საბა პილაურმა (29 კგ), დიეგო ალაგარდაშვილმა (33 კგ), ბაგრატ ნოზაძემ (35 კგ) და ნიკოლოზ აფციაურმა (50 კგ) მოიპოვეს, მეორე საპრიზო ადგილებზე სერგი მუხბანიანი (55 კგ) და დავით გელაშვილი გავიდნენ (55 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ლუკა ჯაბუშანურმა (50 კგ) აიღო.

მწვრთნელები: გოჩა ბერაძე, დავით შეშაბერიძე

<< დაბრუნება 2018-11-06