სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში მიხეილ სალაძის ტურნირი ჩატარდა

ოლიმპიურ ცენტრში მიხეილ სალაძის ტურნირი ჩატარდა

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის დასრულდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენები იღებდნენ, საპრიზო სამეულები კი ათ წონით კატეგორიაში შეივსო.

ხუთ წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ, ხუთში - აზერბაიჯანის. საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა ჭაბუკებმა 225 ქულა დააგროვეს, აზერბაიჯანელებმა - 205.


ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორები მიხეილ სალაძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად დააჯილდოვა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი
თბილისი
6-7 დეკემბერი

45 კგ
1 არიზ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
2 ანრი თავართქილაძე (საქართველო. ხულო)
3 თამაზ ღლონტი (საქართველო. ლანჩხუთი)
3 თორნიკე შაინიძე (საქართველო. აჭარა)

48 კგ
1 რატი ხოზრევანიძე (საქართველო. აჭარა)
2 რამინ ირემაძე (საქართველო. აჭარა)
3 ალი ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 ხვიჩა აბულაძე (საქართველო. აჭარა)

51 კგ
1 ყურბან ყურბანოვი (აზერბაიჯანი)
2 იადიგარ გაიბელოვი (აზერბაიჯანი)
3 ნიჰათ გულუზადე (აზერბაიჯანი)
3 კახა ძირკვაძე (საქართველო. ოზურგეთი)

55 კგ
1 ნიჯატ მამადლი (აზერბაიჯანი)
2 რომეო ბერიძე (საქართველო. აჭარა)
3 დიმიტრი ხაჩიძე (საქართველო. ბორჯომი)
3 თემო ორჯონიკიძე (საქართველო. გარდაბანი)

60 კგ
1 ნიკა ბროლაძე (საქართველო. აჭარა)
2 ჰასრატ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)
3 აჩიკო ბოლქვაძე (საქართველო. აჭარა)
3 ალი ალიევი (აზერბაიჯანი)

65 კგ
1 ჰასან ჰასანლი (აზერბაიჯანი)
2 ლუკა მოდებაძე (საქართველო. თბილისი)
3 რაშად რამაზანოვი (აზერბაიჯანი)
3 რუსლან ნურლაევი (აზერბაიჯანი)

71 კგ
1 ალახვერდი ალიევი (აზერბაიჯანი)
2 საბა მამალაძე (საქართველო. ოზურგეთი)
3 ბექა მელელაშვილი (საქართველო. გარდაბანი)
3 გიორგი ჭაავა (საქართველო. სენაკი)

80 კგ
1 იაგო გობაძე (საქართველო. აჭარა)
2 ალისაფტარ მამადლი (აზერბაიჯანი)
3 ლაშა ბოლქვაძე (საქართველო. აჭარა)
3 მალხაზ არაბული (საქართველო. გარდაბანი)

92 კგ
1 კოტე სიჭინავა (საქართველო. თბილისი)
2 ცოტნე ცინცაძე (საქართველო. ოზურგეთი)
3 ლაჩინ ვალიევი (აზერბაიჯანი)
3 გაბილ ახმედოვი (აზერბაიჯანი)

110 კგ
1 მათე გოქაძე (საქართველო. ქუთაისი)
2 ამირან ჩარგეიშვილი (საქართველო. თბილისი)
3 რაზმიკ ქურდიანი (სომხეთი)
3 ამირან გობაძე (საქართველო. აჭარა)

 

<< დაბრუნება 2018-12-11