სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოლიმპიური ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სსიპ-საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახმეტელის თეტრში ოლიმპიური ცენტრის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

გამორჩეული სპორტსმენები ორ ნომინაციაში დასახელდნენ: ოლიმპიური ცენტრის "2018 წლის წარმატებული სპორტსმენი" და "2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი". ასევე წოდება-"საპატიო დესპანი" ოლიმპიურ ცენტრში აღზრდილ 22 ვეტერან სპორტსმენებს გადაეცა.

"2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძეს ერგო.

წლის წარმატებული სპორტსმენებად მოჭიდავეები - შმაგი ბოლქვაძე, ზვიად პატარიძე, გიორგი პერტაია, თემურ ჭკუასელიძე, გიორგი თოხაძე, ელიზბარ ოდიკაძე, ნიკა კენჭაძე, ზურიკო ურთაშვილი, რამაზ თურმანიძე, როლანდ ანდრიაძე, ძიუდოისტები - ჯაბა პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, მოკრივე ოთარ ნავერიანი, ძალოსნები - ირაკლი ჩხეიძე, არჩილ მალაყმაძე, ლომია თებიძე და თორნიკე ტაბატაძე დასახელდნენ.

ტიტულოვან სპორტსმენებს ჯილდოები ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელმა ბორია ფირცხელიანმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს.

დასკვნით ღონისძიებამდე, ბორია ფირცხელიანმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, სპორტის თვალსაჩინო მოღვაწის, საქართველოში პირველი სკოლა ინტერნატის სულის ჩამდგმელის, გიორგი მერკვილაძის სახელობის ბარელიეფი გახსნა.

საზეიმო გახსნის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ოლიმპიურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემომრანდუმი გაფორმდა.

გიორგი მერკვილაძის სხნოვნას ასევე ფოტოგამოფენა მიეძღვნა, სადაც საქართველოში აღიარებული სპორტსმენების, მათ შორის გიორგი ნიკოლაძის, გიორგი ეგნატაშვილის, ომარ ფხაკაძის, ვლადიმერ გოგოლაძისა და სხვა ფოტოები იყო წარმოდგენილი.

 

<< დაბრუნება 27-12-2018