სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენები ევროპულ თამაშებზე!

ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენები ევროპულ თამაშებზე!

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს სპორტის 3 სახეობაში ოლიმპიური ცენტრის 5 სპორტსმენი წარმოადგენდა.
 
ძიუდოს და სამბოს ეტაპზე, რომელიც 3 დღე მიმდინარეობდა ჩვენმა ფალავნებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაობს მედლები მიისაკუთრეს.
 
ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) ფინალში ესპანელი გარიგოსი დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.
 
ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა და პრიზიორის ტიტულს დასჯერდა.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე / ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
 
მინდია ლილუაშვილმა (68კგ) სამბოში ვერცხლი მიისაკუთრა, ხოლო გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა აქაც პირველობა არავის დაუთმო.
 
თავისუფალი ჭიდაობის ეტაპი 25, 26 და 27 ივნისამდე გაგარძელდა, სადაც ცენტრის ორმა მოჭიდავემ ავთანდილ კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ იასპარეზეს:
 
ავთანდილ კენჭაძემ (74კგ)-მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს ნურიკოვს 8-5 მოუგო და ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ასევე, ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 4-0 დაამარცხა.
 
ოლიმპიური ცენტრი ამაყობს სპორტსმენების მოპოვებული გამარჯვებით და უსურვებს წარმატებებს!
 
 
 

 

<< დაბრუნება 2019-06-27