სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გურამ ვეკუა და გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ ძალოსნობაში

გურამ ვეკუა და გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ ძალოსნობაში

ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ცენტრის სპორტსმენები:
გურამ ვეკუა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ-პრიზიორი გახდა,
???????? ძალოსანმა აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში კი ბრინჯაო მოიპოვა!
ძალოსანი აკვრაში დაძლეული 195 / 200 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 362 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
ხოლო, გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი.
81კგ. წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ჯაჯვანმა ატაცში 150 და 155 კგ დაძლია, რითიც მესამე ადგილზე გავიდა. ის აკვრაში 180 და 187 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 341 კგ-ით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცენტრის კიდევ ერთ ძალოსანს გიგა ოდიკაძეს (61 კგ.) საპრიზო ადგილამდე სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა, თუმცა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.
მწვრთნელი: ზურაბ ანთაური, საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებისა და ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელი.

 

<< დაბრუნება 2024-09-27