ბარბარე კოზმანაშვილის წარმატება ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე !
თბილისის ძიუდოს გუნდმა საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამ დიდ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენმა გამორჩეულმა ძიუდოისტმა, ბარბარე კოზმანაშვილმა (-63 კგ) შეიტანა!
ფინალურ ბლოკში, სადაც დედაქალაქის გუნდმა ქვემო ქართლი 4:2 დაამარცხა, ბარბარემ 3 შეხვედრიდან 3 გამარჯვება მოიპოვა.
დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელებს — ნოდარ მებაღიშვილს, დავით შეშაბერიძესა და მალხაზ შეშაბერიძეს
ვულოცავთ ბარბარეს და თბილისის გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!