2 მედალი 2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა სალიცენზიო შეჯიბრებიდან
8-9 ივნისს, ძიუდოს აკადემიაში 2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის სალიცენზიო შეჯიბრება მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენებმა 55 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს:
მათე მეგრელიშვილი – II ადგილი (55 კგ)
ლუკა რობაქიძე – III ადგილი (55 კგ)
მწვრთნელები: ნოდარ მებაღიშვილი, დავით შიშაბერიძე, მალხაზ შიშაბერიძე, ვაჟა ბალხამიშვილი.