ცენტრის ხელმძღვანელი, მუხრან შამათავა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სავარჯიშო პროცესს დაესწრო
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია!
ცენტრის ხელმძღვანელი, მუხრან შამათავა, პირველ მოადგილესთან, ბორია ფირცხელიანთან ერთად ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სავარჯიშო პროცესს დაესწრო და სპორტსმენების მომზადების პირობებს პირადად გაეცნო.
დირექტორის ინიციატივით, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მწვრთნელების მხარდაჭერას.
,,ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უფასო სპორტული სექციების განვითარებას და თითოეულ ნიჭიერ მოზარდს შევუქმნათ გარემო, სადაც ისინი ჩემპიონებად ჩამოყალიბდებიან“, - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა, ბატონმა მუხრან შამათავამ.