სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა, მუხრან შამათავამ და ცენტრის ძიუდოისტებმა გლდანის ტბაზე ერთობლივი ვარჯიში გამართეს!

ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა, მუხრან შამათავამ და ცენტრის ძიუდოისტებმა გლდანის ტბაზე ერთობლივი ვარჯიში გამართეს!

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ცენტრის ძიუდოისტებმა გლდანის ტბაზე ერთობლივი ვარჯიში გამართეს!
გლდანის ტბის რეკრეაციულ ზონაში ცენტრის ძიუდოისტებმა ფიზიკური მომზადების გეგმიური ვარჯიში ჩაატარეს.
აღსანიშნავია, საწვრთნელ პროცესში ცენტრის დირექტორის, მუხრან შამათავას უშუალო ჩართულობა, რომელიც მწვრთნელებთან ერთად სათავეში ჩაუდგა მიმდინარე აქტივობებს. მან სრული დატვირთვით შეასრულა გათვალისწინებული ფიზიკური პროგრამა, რაც დამატებითი სტიმული აღმოჩნდა სპორტსმენებისთვის .
,,ჩემთვის სასიხარულოა ჩვენს მომავალ ჩემპიონებთან ერთად ვარჯიში.
მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მხარდაჭერა დამატებითი მოტივაცია გახდება სპორტსმენებისათვის, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული მათი წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა.
მსგავსი აქტივობებით გვსურს ხაზი გავუსვათ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობას” -აღნიშნა ცენტრის დირექტორმა, ბატონმა მუხრან შამათავამ.

 

<< დაბრუნება 2026-04-25