ოლიმპიური ცენტრის ძიუდოს დარბაზმა ევროპის, ევროპის თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუხუმ ჩხვიმიანისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გიორგი გუგავას მასტერკლასს უმასპინძლა!
ჩვენთვის საამაყოა, რომ ლუხუმი, რომელიც ჩვენი ცენტრის აღზრდილია, დღეს უკვე მწვრთნელის რანგში აგრძელებს მოღვაწეობას.
ერთობლივი ვარჯიშები ჩვენი გამოცდილი მწვრთნელების — ნოდარ მებაღიშვილის, ვაჟა ბალხამიშვილის, დავით და მალხაზ შეშაბერიძეების ორგანიზებით წარიმართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ჩემპიონების უდიდესი გამოცდილების გაზიარება იყო. მათი რჩევები და ტატამზე ნაჩვენები ილეთები უდიდესი მოტივაცია აღმოჩნდა ჩვენი პატარა ძიუდოისტებისათვის.
ღონისძიებას საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი მუხრან შამათავა, დირექტორის პირველი მოადგილე ბორია ფირცხელიანი, სპორული განყოფილების უფროსი ფრიდონ გიგანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვარჯიშს წინ უძღოდა ლუხუმის გამარჯვების კადრების ჩვენება-ეს იყო ემოციური წუთები, როგორც თავად ჩემპიონისთვის, ისე დარბაზში დამსწრე საზოგადოებისათვის.
მსგავსი მასტერკლასები ჩვენი ცენტრის ტრადიციად იქცევა! ვემზადებით ახალი გამარჯვებებისთვის!
მადლობა ლუხუმს და ჩვენს სამწვრთნელო გუნდს ამ განსაკუთრებული დღისთვის