სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჯანსაღი გარემო ჩვენი პრიორიტეტია!

ჯანსაღი გარემო ჩვენი პრიორიტეტია!

ჯანსაღი გარემო ჩვენი პრიორიტეტია! ????
????ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, ცენტრის დირექტორის, მუხრან შამათავას მოწვევითა და უშუალო ინიციატივით, ცენტრს დარგის წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ:
ბატონი კარლო კიკორია-შპს „ბიოაგროს“ (მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი) ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;
ბატონი შაქრო ყანჩაველი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი და შპს „ბიოაგროს“ ექსპერტი.
????ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული მარადმწვანე და ფოთლოვანი ნარგავები. გაგვიზიარეს პროფესიონალური რეკომენდაციები მათ შესანარჩუნებლად და მოსავლელად. რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სპორტსმენებისთვის, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
????აღსანიშნავია ცენტრის დირექტორის, ბატონ მუხრან შამათავას აქტიური ჩართულობა – მისი პირადი ძალისხმევითა და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკით, ოლიმპიურ ცენტრში ეკოლოგიურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სპორტსმენმა მაქსიმალურად ჯანსაღ და სუფთა გარემოში შეძლოს წვრთნა.
????სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ხეების წამლობა მაისის შუა რიცხვებისთვის განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს მწვანე საფარის სიჯანსაღესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას.

 

<< დაბრუნება 2026-04-29