თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა რესპუბლიკურ ტურნირზე 6 მედალი დაისაკუთრეს
1-2 მაისს, თბილისმა ვეტერანი მოჭიდავეების — არჩილ წიკლაურისა და გურამ ზოზრაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ III რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში (2011-2012 წლებში დაბადებულთა შორის), სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა არაერთი მედალი მოიპოვეს.
ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა, ბატონმა მუხრან შამათავამ მოპოვებული გამარჯვება მოჭიდავეებს პირადად მიულოცა. იგი ასევე დაესწრო მომავალი ტურნირებისთვის მიმდინარე მზადების პროცესს.