ცენტრის დირექტორი, ბატონი მუხრან შამათავა, ძალოსნების საწვრთნელ პროცესს დაესწრო
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი მუხრან შამათავა, ძალოსნების საწვრთნელ პროცესს დაესწრო და მწვრთნელებთან ერთად გუნდის სამომავლო გეგმები და საჭიროებები განიხილა.
არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კერძოდ, ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა ცენტრის მთავარი ამოცანაა.
ამჟამად ჩვენი ძალოსნები საქართველოს 17-წლამდელთა პირველობისთვის ემზადებიან. ტურნირს 24-27 მაისს ქალაქი წყალტუბო უმასპინძლებს.