სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
შეხვედრა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულებთან

შეხვედრა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულებთან

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მუხრან შამათავამ, ცენტრის სპორტსმენებს — ბარბარე კოზმანაშვილსა და ლაშა ქორიძეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული ბრწყინვალე შედეგები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბურ სპორტულ ფესტივალზე ჩვენმა აღსაზრდელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს:
ბარბარე კოზმანაშვილმა ძიუდოს გუნდურ ჩათვლაში (თბილისის სახელით), ხოლო ლაშა ქორიძემ თავისუფალ ჭიდაობაში (აფხაზეთის სახელით).
ცენტრის დირექტორმა ახალგაზრდა ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს ნოდარ მებაღიშვილს, დავით შეშაბერიძესა და კახაბერ დობორჯგინიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
შეხვედრას ოლიმპიური ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე ბორია ფირცხელიანი და ჩემპიონების მშობლები ესწრებოდნენ.

 

<< დაბრუნება 2026-06-10